მედიკოსები ასევე მოუწოდებენ ყველას, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას, რათა ჭარბ წონასთან ერთად ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი შეამცირონ, როგორიც თუნდაც დიაბეტია.
კვლევები გაჩვენებს, რომ სიმსუქნის შემთხვევაში გენეტიკური მიდრეკილება მხოლოდ 20-30%-ით მოქმედებს, დანარჩენი პასუხისმგებლობა კი ისეთ ფაქტორებს ეკისრება, როგორებიცაა გარემო, ფიზიკური აქტივობა და რაც მთავარია, კვება.
ჩვენი ორგანიზმის დაბერებაზე განსაკუთრებულად მოქმედებს ყოველდღიური სტრესი, ჰაერის ხარისხი, რომელსაც ვსუნთქვათ, წყალი, რომელსაც ვიღებთ და რაც მთავარია, საკვები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ძირითად რაციონში შედის.
თეთრ ფქვილს დამუშავების ტექნიკის გამო დაკარგული აქვს ხორბლისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისება, ამავდროულად ის ქრონიკული დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელია.
ჩვენი იმუნური სისტემის გამძლეობა მართლაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე: ვირუსებითა და ბაქტერიებით სავსე გარემოში მუდმივი დაცვა და მზადყოფნა გვჭირდება, რათა ამ უცხო სხეულებს სათანადოდ გავუმკლავდეთ.
ცოტამ თუ იცის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ჭვავის დამუშავებას და ფქვილის მიღების ტექნოლოგიას, რომელიც განაპირობებს შემდეგ სწორედ ჭვავის პურის ხარისხს.
მარცვლის დამუშავება ანადგურებს მასში შემავალ ვიტამინებს და მინერალებს, ასევე უჯრედისის შემცველ გარსს და მარცვლის ჩანასახს. დამუშავების შემდეგ რჩება მხოლოდ სახამებელი.
ჭვავის პური აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ანუ ხელს უშლის არასასურველი ცხიმების დაგროვებას და მოგიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ეს სამივე კომპონენტი აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისთვის.
ჭვავის პურის მთავარი სასარგებლო თვისება ნაკლები კალორიულობაა. მართლაც, რაც უფრო "შავია" პური, რაც უფრო მეტია მასში ჭვავის ფქვილის და ჭვავის ალაოს შემცველობა, მით უფრო ნაკლებად კალორიულია ის. 100 გრამი ჭვავის პური მაქსიმუმ 200 კილოკალორიას, ხოლო თეთრი პურის იგივე რაოდენობა - 250კკალ შეიცავს.