ჩვენ შესახებ

ჩვენ ვაწარმოებთ პურსა და პურის პროდუქტებს, რომლებიც დაბალკალორიული, 100%-ით ნატურალურია და ჯანსაღი ინგრედიენტებისგან არის შემდგარი.

შპს ,,ლიტვური საცხობი + ” 2005 წელს დაარსდა და ქართველ მომხმარებელს ლიტვური ტექნოლოგიითა და რეცეპტით დამზადებულ პურს სთავაზობს.

ჩვენი ლიტველი მცხობელის მიერ შექმნილი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული.

ჩვენი პურის განსაკუთრებულობა მისი მომზადების ტექნოლოგიაში, გემოსა და დაბალკალორიულობაშია.
ლიტვური პური უნიკალურია მის შემადგენლობით, რადგან თითოეული ინგრედიენტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს, ხოლო მათში შემავალი ვიტამინები (B3, K, A, B1, E, B12) კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.

ლიტვური საცხობის პური რეკომენდებულია დიეტოლოგებისა და ნუტრიციოლოგების მიერ, სწორედ ამიტომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობს ჯანსაღი კვების მოყვარულებში.

2016 წელს ლიტვური საცხობი Golden Brand- ის ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც წლის ყველაზე ჯანსაღი პროდუქტის მწარმოებელი ბრენდი.

მისია

ჩვენ სიამაყით ვიღებთ პასუხისმგებლობას ქართველი ერის კეთილდღეობაზე. ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პურს, რომელიც მზადდება საგულდაგულოდ შერჩეული ევროპული ინგრედიენტებისა და, რა თქმა უნდა, ქართული უგემრიელესი წყლისაგან. მუდმივად განახლებადი ტექნოლოგია და კომპეტენტური, საიმედო ადგილობრივი მცხობელები განაპირობებენ იმას, რომ ჩვენი პროდუქტი ჯანსაღი და ნოყიერი ყოველდღიური კვების იდეალური ნაწილი იყოს.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?