ახალგაზრდობის საიდუმლო

ჩვენი ორგანიზმის დაბერებაზე განსაკუთრებულად მოქმედებს ყოველდღიური სტრესი, ჰაერის ხარისხი, რომელსაც ვსუნთქვათ, წყალი, რომელსაც ვიღებთ და რაც მთავარია, საკვები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ძირითად რაციონში შედის.

ალბათ, არაერთხელ შეგინიშნავთ, რომ ორი ერთი და იმავე ასაკის ადამიანზე დრო სხვადასხვაგვარ კვალს ტოვებს: შესაძლოა, ერთი თავის ასაკთან შედარებით უფრო ხანდაზმულად გამოიყურებოდეს, მეორე კი პირიქით – უფრო ახალგაზრდულად. რატომ შეიძლება ხდებოდეს ასე? როგორც წესი, ორ გავრცელებულ მიზეზს ასახელებენ: გენეტიკა და/ან კოსმეტიკური თუ ქირურგიული ჩარევა.

ხშირ შემთხვევაში ორივე ფაქტორი გასათვალისწინებელია, თუმცა ბოლო წლებში მედიცინის დარგში უახლესი კვლევების შედეგად მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენი სხეულების ცვლილებაზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ახდენს გავლენას: გარემო. უფრო კონკრეტულად კი ჩვენი ცხოვრების წესი.

ჩვენი ორგანიზმის დაბერებაზე განსაკუთრებულად მოქმედებს ყოველდღიური სტრესი, ჰაერის ხარისხი, რომელსაც ვსუნთქვათ, წყალი, რომელსაც ვიღებთ და რაც მთავარია, საკვები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ძირითად რაციონში შედის.

სწორედ ამიტომ, სპეციალისტები მოგვიწოდებენ, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან არაჯანსაღი საკვების მიღება, სანაცვლოდ კი სასარგებლო მინერალებით მოვამარაგოთ ორგანიზმი. ამის მარტივად მიღწევაში კი განსაკუთრებულად ისეთი პროდუქტები დაგეხმარებათ, რომლებიც არა ცალკეული ნივთიერებითაა მდიდარი, არამედ ერთდროულად რამდენიმე ვიტამინის საბადოა. მაგალითად, ლიტვური საცხობის ჭვავის პური, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მაღალი ხარისხის ალაოთი და ჭვავის ფქვილისგან მზადდება, რის გამოც გამომცხვარ პურს ყველა სასარგებლო ნივთიერება შენარჩუნებული აქვს.

ამავდროულად ლიტვური საცხობის ჭვავის პური შეიცავს მრავალ ჯანსაღ მინერალს, მათ შორის E ვიტამინს, რომელიც უჯრედების დაბარების პროცესს მაქსიმალურად ამცირებს. ამასთანავე ჭვავის ფქვილით დამზადებული პროდუქტი გამდიდრებულია B ვიტამინით, რაც მეტაბოლიზმს აუმჯობესებს, იმუნურ სისტემას კი აძლიერებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასაკის მატემასთან ერთად ახალგაზრდული იერის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნების კიდევ ერთი საიდუმლო ქრონიკული დაავადებების თავიდან არიდებაა, რაც ორგანიზმს ზედმეტად აძაბუნებს. ჭვავის პური ამ მხრივაც გამორჩეულია: ის არ შეიცავს ზედმეტ კალორიებს და დიაბეტის განვითარების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
შესაბამისად, მიირთვით ჭვავის პური, შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და დარჩით ახალგაზრდა!

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?