ჭვავის პური, რომლის შიგთავსის 45% სრული, ცოცხალი, დაუმუშავებელი მარცვლებისგან შედგება, დაგარწმუნებთ, რომ პური მეტია, ვიდრე კერძთან მისაყოლებელი „სულერთი მასალა“.
ხშირად პურს არასათანადოდ ვაფასებთ ხოლმე: მას ბევრი არ აღიქვამს, როგორც დამოუკიდებელ საკვებ პროდუქტს, რის გამოც პურის მრავალფეროვანი გემოებისა და საოცრად დადებითი თვისებების შესახებ ცოტა რამ თუ ვიცით – ყველა პური ერთნაირი გვგონია.
აი, „ლიტვური საცხობის“ ახალი პროდუქტი კი ამ წარმოდგენას რადიკალურად შეგიცვლით: ჭვავის პური, რომლის შიგთავსის 45% სრული, ცოცხალი, დაუმუშავებელი მარცვლებისგან შედგება, დაგარწმუნებთ, რომ პური მეტია, ვიდრე კერძთან მისაყოლებელი „სულერთი მასალა“.
წინა ბლოგში უკვე ვრცლად მოგიყევით (საუკეთესო პურის საიდუმლო), თუ როგორი სასარგებლოა ე.წ. შავი პური და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პურისთვის საჭირო ჭვავის ფქვილის დამუშავების ტექნიკას: ნაკლებად დამუშავებული მარცვლეულით დამზადებულ პურს მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული ყველა სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინი. „ლიტვური საცხობი“ ამ ტექნიკასთან ერთად ახალ პროდუქტში მთლიანად დაუმუშავებელ მარცვლეულსაც იყენებს, რაც მას კიდევ უფრო ამდიდრებს ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებით.
ახალი ჭვავის პურში უხვადაა მზესუმზირის, სელისა და ჭვავის მარცვლები, რაც ამ პროდუქტს სასარგებლო წიაღისეულის საბადოდ აქცევს: ეს მარცვლები დიდი ოდენობით შეიცავს რკინას, კალციუმს, ცილებს და ვიტამინებს B1, B6, E.
იმასთან ერთად, რომ ეს პური განსაკუთრებით მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ამავდროულად ის წარმოუდგენლად გემრიელიცაა: მისი გასინჯვის შემდეგ ხელახლა აღმოაჩენთ პურის კულტურის საიდუმლოს და მისი გემოვნური თვისებების შეუზღუდავ შესაძლებლობებს.
ის იმდენად მადისაღმძვრელია, რომ სახლში გამომცხვარი პურის შთაბეჭდილებას ქმნის და ყველას პირველივე გასინჯვისას უყვარდება. ეს კი განსაკუთრებული შიგთავსისა და მომზადების ტექნიკის დამსახურებაა, რის გამოც პური არა მხოლოდ სუფრაზე ლამის ყველა კერძთან თქვენი საუკეთესო პარტნიორი, არამედ საყვარელი ხემსიც გახდება: მარცვლებიანი შიგთავსის გამო ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ახრამუნოთ ის და თანაც დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს ორგანიზმს ჯანსაღი ნივთიერებებით ამარაგებთ.
საბოლოოდ, თუ გინდათ გაიგოთ, თუ რა საკვები პროდუქტი შეიძლება იყოს ერთდროულად სასარგებლო, გემრიელი, შეუცვლელი და სასიამოვნოდ მსუბუქი სახრამუნო, მაშინ „ლიტვური საცხობის“ ეს ახალი პური უნდა გასინჯოთ.
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?