თეთრი ფქვილი

მარცვლის დამუშავება ანადგურებს მასში შემავალ ვიტამინებს და მინერალებს, ასევე უჯრედისის შემცველ გარსს და მარცვლის ჩანასახს. დამუშავების შემდეგ რჩება მხოლოდ სახამებელი.

შეგინიშნავთ, რომ საქართველოში ყველაზე საყვარელი პროდუქტი  – თეთრი პური – არაბუნებრივად თეთრია? სულ მცირე სამოყვარულო დონეზე ჩატარებული ექსპერიმენტი – ნებისმიერი ჯიშის ხორბლის დაფქვა  გვიჩვენებს,  რომ  ვერცერთი ხორბლის ჯიშისგან ვერასოდეს მივიღებთ ასეთ თეთრ, ქათქათა ფქვილს. სახელწოდებაც კი – უმაღლესი ან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი კარგად გათვლილი ხრიკია, რადგან მნიშვნელოვანია, რადენად აგრესიულადაა დამუშავებული მარცვალი, ხოლო თვით მარცვლოვანი კულტურის ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს.

უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო  ნაკლებადაა მარცვლეული დამუშავებული მექანიკურად, მით უფრო მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. მაგალითად, როდესაც მარცვლეული იფქვება და ხარისხდება (ფქვილად, ქატოდ), ამ დროს ბოჭკოს უდიდესი ნაწილი  რკინა, ვიტამინები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერება იშლება.

მარცვლის დამუშავება ანადგურებს მასში შემავალ ვიტამინებს და მინერალებს, ასევე უჯრედისის შემცველ გარსს და მარცვლის ჩანასახს. დამუშავების შემდეგ რჩება მხოლოდ სახამებელი.

ხორბლის დაფქვის შემდეგ იწყება მიღებული ნარჩენების ქიმიური დამუშავება – გათეთრების პროცესი.

რა თქმა უნდა, „ქიმია“, რომელიც დღეს ფქვილის გათეთრების ტექნოლოგიაში გამოიყენება  შეიძლება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოდ ჩაითვალოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენი კვების კულტურას, რა სიხშირით და რა რაოდენობით მივირთმევთ ყოველდღიურად თეთრი ფქვილის ნაწარმს, ჯამური შედეგი არც ისე დამამშვიდებელი უნდა იყოს.

 

დამუშავების შედეგად ყველა ღირებული ელემენტი განადგურებულია და თეთრი პური, შესაბამისად თეთრი ფქვილისაგან მიღებული პროდუქტები სერიოზულ ზიანს აყენებეს ჩვენს ორგანიზმს.

მაგალითისთვის, როგორც უახლესი კვლევეიდან ჩანს 10 გრამი თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტის მიღება – იმუნურ სისტემას 15 წუთის განმავლობაში  90%-ით აქვეითებს.

სწორედ ამ ყველა უარყოფითი თვისების და მაღალი რისკშემცველობის გამო დიდი ხანია მეცნიერები გვაფრთხილებენ თეთრი ფქვილის პროდუქციის მავნელობის შესახებ,  რადგან  თეთრი ფქვილის ნაწარმში თითქმის არანაირი სასაგებლო ნივთიერება არ არის შენარჩუნებული.

 

რატომ არის ცუდი თეთრი პური?

ხორბლის მარცვალი – შემადგენლობის მიხედვით უნიკალური პროდუქტია, რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს: A, E, F, B ჯგუფის და სხვა; ასევე, შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს: სპილენძი, სელენი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია, ნატრიუმი, სილიციუმი, მარგანეცი, კალიუმი, იოდი…

თუმცა ეს სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერებები თავმოყრილია ხორბლის მარცვლის გარსში და ჩანასახში. თანამედროვე დამუშავების პროცესში, მარცვლის ყველაზე ფასეული ნაწილი ნარჩენებში მიდის, რჩება მხოლოდ კალორიები და სახამებელი, რომლისგანაც შედგება უმაღლესი ხარისხის ფქვილი. ამ ფქვილისგან კი აცხობენ ფუმფულა, რბილ პურს, ასევე ფუნთუშებს და სხვა გემრიელ საკონდიტრო ნაწარმს, რომლებიც ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურება ჩვენს სუფრაზე.

 

ექიმების და დიეტოლოგების უმეტესობა თვლის, რომ ბევრი დაავადების წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია სწორედ თეთრი პურის და უმაღლესი ხარისხის ფქვილის გამოყენებასთან. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს კვებით ჩვევებს, იმას რომ მიჩვეულები ვართ ყველაფრის პურთან ერთად მირთმევას, ადვილი გასაგებია რას ეფუძნება მოსაზრება პურის მავნებლობის შესახებ. ადამიანებს, რომლებიც მუდმივად იყენებენ თეთრ პურს და უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებულ ნაწარმს, ხშირად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ენდოკრინული და ონკოლოგიური დაავადებები.

ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60.000-ზე მეტმა საშუალო ასაკის მქონე ქალმა. შედეგების მიხედვით, იმ ქალებს რომელთა რაციონში თეთრი პური და უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული ნაწარმი ჭარბობდა, შაქრიანი დიაბეტი სამჯერ მეტად გამოუვლინდათ, ვიდრე მათ , რომლებიც უჯრედისით მდიდარ და სწრაფი ნახშირწყლების ნაკლებად შემცველ პროდუქტებს მიირთმევდნენ. აღსანიშნავია, რომ დაავადების განვითარებაზე არანაირად არ იმოქმედა მემკვიდრეობითობამ, მოძრაობის აქტიურობამ და სხეულის მასამ – ყველაფერი დამოკიდებული იყო მხოლოდ კვების რაციონზე. მოკლედ რომ ვთქვათ, თეთრი პურის მუდმივი გამოყენება იწვევს ნახშირწყლების მიმოცვლის სერიოზულ დარღვევას, რომლის შედეგია მეორე ტიპის დიაბეტის განვითარება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხორბლის მარცვალი, რომლისგანაც მზადდება პური ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალებს და ვიტამინებს შეიცავს, ის ფასეული მცენარეული ცილების წყაროა და მდიდარია უჯრედისით, თუმცა ჩვეულებრივ თეთრ პურში ამ ყველაფერს ვერ იპოვით, ამიტომ დროა ალტერნატიული არჩევანი ვეძებოთ.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?