ჭვავის კალორიულობა

ჭვავის პური აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ანუ ხელს უშლის არასასურველი ცხიმების დაგროვებას და მოგიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ეს სამივე კომპონენტი აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

გვსმენია ალბათ: „ ჭამე, დღეს ბევრი სამუშაო გვაქვს“, „თუ არ შეჭამ ენერგია საიდან გექნება“. საკვები, უფრო ზუსტად კი მისი კალორაჟი, არის ენერგიის წყარო, ერთგვარი საწვავი ჩვენი ორგანიზმისთვის. მაგრამ, თუ მეტს ვიღებთ ვიდრე ვხარჯავთ, ის გადადის „რეზერვში“ ცხიმის სახით.  დროთა განმავლობაში კი არასასურველ წონად გვევლინება, რომელიც ნამდვილ თავის ტკივილად იქცევა ხოლმე და სიმშვიდეს გვიკარგავს. გარდა არასასურველი  ვიზუალისა, პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან და ამიტომ ვერანაირად იქნება სასურველი და მისაღები.

 

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ასე ხშირად გაგონილი ფრაზა, როგორიცაა –  “ნივთიერებათა ცვლა”. რას ნიშნავს „ნივთიერებათა ცვლა“ და როგორ არის ეს დაკავშირებული წონის მატებასთან? ადამიანის ორგანიზმი, როგორც წესი, თანაბარი რაოდენობით ითვისებს კალორიებს მიღებული პროდუქტიდან. განსხვავება იმაშია, რომ ადამინების ერთი ნაწილის ორგანიზმი გარდაქმნის მიღებულ კალორიებს ცხიმად, ნაწილი კი წვავს მას. ამიტომ კარგი იქნება, ისეთი საკვები მივიღოთ, რაც ჯანსაღი და ამავდროულად დაბალკალორიული იქნება და დიდხანს შეგვინარჩუნებს დანაყრების გრძნობას. მსგავსი საკვების შერჩევა კი ბევრისთვის დიდი გამოწვევაა განსაკუთრებით საქართველოში, სადაც საკვები აუცილებლად პურთან ერთად უნდა მივირთვათ. სრული მენიუს კალორაჟის დათვლის სირთულის გამო სპეციალისტები გვირჩევენ ისე დავაბალანსოთ კალორიების მიღება, რომ დაბალ და მაღალ კალორიულ პროდქუტებს შორის ვოპოვოთ ოქროს შუალედი.  აი მაგალითად, თუ ჩვენთვის საყვარელ თეთრ პურს ჭვავის პურით ჩავანაცვლებთ საგრძნობლად შემცირდება ჩვენს მიერი მიღებული კალორიების რიცხვი. ჭვავის პური დაბალ კალორიულ საკვებთა შორის ლოდერობს. 100 გრამი ჭვავის პური 190-200 კკალორიამდე შეიცავს, ხოლო თეთრი პური – 250 და მეტს, გააჩნია სახეობას. შესაბამისად, შეგიძლიათ თამამად მიირთვათ ნებისმიერ დროს, გვიან ღამითაც კი. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით ადვილად დანაყრდებით და დანაყრების შეგრძნება დიდი ხანს გაგყვებათ.

 

აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჭვავის პური აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ანუ ხელს უშლის არასასურველი ცხიმების დაგროვებას და მოგიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ეს სამივე კომპონენტი აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ანუ თუ ჭვავის პურს სისტემატურად მიიღებთ დარწმუნებული იქნებით, რომ იღებთ დაბალკალორიულ პროდუქტს, თქვენი კვება დაბალანსებული ხდება და ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე უზრუნველყოფილი იქნებით საჭირო მიკრო და მაკრო ელემენეტებით.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?