ჭვავის პურის მთავარი სასარგებლო თვისება ნაკლები კალორიულობაა. მართლაც, რაც უფრო "შავია" პური, რაც უფრო მეტია მასში ჭვავის ფქვილის და ჭვავის ალაოს შემცველობა, მით უფრო ნაკლებად კალორიულია ის. 100 გრამი ჭვავის პური მაქსიმუმ 200 კილოკალორიას, ხოლო თეთრი პურის იგივე რაოდენობა - 250კკალ შეიცავს.
XXI საუკუნის საოცრად აჩქარებულმა რიტმმა სწრაფი კვების პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. დასაქმებულთა უმრავლესობა დღეში მინიმუმ ერთხელ გარეთ იკვებება. დედიკოებიც არჩევენ, რაიმე უფრო მარტივი და სწრაფი მოამზადონ, რომ მეტი დრო დაუთმონ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ამიტომ ძნელია ვიპოვოთ ვინმე, ვინც დიეტაზე ერთხელ მაინც არ ყოფილა.
როგორც ექიმები და ნუტრიციოლოგები ამბობენ დიდი შეცდომაა დიეტის დროს პურის საერთოდ ამოღება რაციონიდან. სჯობს, მივიღოთ ჩვეულებრივი, ცეხვილი პურის მცირე რაოდენობა, რადგან პური ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს.
– ძალიან მკაცრი დიეტის დროსაც კი პურის მთლიანად გამორიცხვა სწორი არ არის. შესაძლოა, უარი ვთქვათ მასზე, მაგრამ ნამცხვარზე ან ნებისმიერ ფუნთუშეულზე წაგვიდეს ხელი. ამიტომ, პური უნდა მივიღოთ ორგანიზმისთვის აუცილებელი რაოდენობით – დღეში 2-3 ნაჭერი. ამ ბალანსის დასაცავად ჭვავის პური შეუცვლელია.
ჭვავის პურს რამდენიმე ღირსება აქვს, რომელთა გამოც ექიმები, დიეტოლოგები და უბრალოდ ჯანმრთელი ადამიანები მას თეთრი პურის საპირწონედ განიხილავენ.
ჭვავის პურის მთავარი სასარგებლო თვისება ნაკლები კალორიულობაა. მართლაც, რაც უფრო “შავია” პური, რაც უფრო მეტია მასში ჭვავის ფქვილის და ჭვავის ალაოს შემცველობა, მით უფრო ნაკლებად კალორიულია ის. 100 გრამი ჭვავის პური მაქსიმუმ 200 კილოკალორიას, ხოლო თეთრი პურის იგივე რაოდენობა – 250კკალ შეიცავს.
გარდა ამისა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება, წონის კორექცია და შენარჩუნება, საკვების მონელება და ნივთიერებათა ცვლა უფრო მოწესრიგებულია ჭვავის პურის დამსახურებით.
დიდი რაოდენობის უჯრედისი, რომელიც ჭვავის პურის ერთ-ერთი ღირსებაა, უზრუნველყოფს სწრაფად დანაყრებას და მუდმივად რაიმე გემრიელის ძებნისგანაც დაგვიცავს.
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?