დიეტა და ჯანსაღი კვება

ჯანმრთელობისა და სხეულის მოხდენილი ფორმებისთვის, ჯანსაღად კვება რომ აუცილებელია, ამაზე ყველა ექიმი და ენდოკრინოლოგი თანხმდება, რაც თავის მხრივ სრულფასოვან და ბალანსირებულ კვებას გულისხმობს.

უკვე დიდი ხანია დიეტა და ჯანსაღი კვება სინონიმებად იქცა.  როდესაც  დიეტა კონკრეტული დაავადებების გამო ინიშნება,  ამ შემთხვევაშიც ექიმები განმარტავენ, რომ პაციენტს მისი მდგომარეობის შესაბამისი სწორი კვება დაუნიშნეს.

კვების მოწესრიგება –  ანუ ჯანსაღი კვება, ხშირად იმ ჩამონათვალთა სიაში ხვდება, რის გაკეთებასაც ვგეგმავთ მაგრამ, როგორც წესი, არ ვასრულებთ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მათთვისაა, ვინც სახლიდან დილას ადრე გადის და გვიან ბრუნდება. კვება რომ აუცილებელია, ვიცით, მაგრამ ჯანსაღი კვების ჩვევად ქცევას  ნებისყოფა სჭირდება. რთულია, უარი თქვა გემრიელ „ჯანქ ფუდზე” და უცხიმო, უმარილო, უშაქრო საჭმელი აირჩიო.  ყოველდღიური რაციონისთვის საკვების არჩევისას, გონებაზე წინ ინსტინქტები დგას: ვჭამთ იმას, რაც გვინდა და არა იმას, რაც  საჭიროა. ეს მავნე ჩვევა, საბოლოოდ ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება.

ჯანმრთელობისა და სხეულის მოხდენილი ფორმებისთვის, ჯანსაღად კვება რომ აუცილებელია, ამაზე ყველა ექიმი და ენდოკრინოლოგი თანხმდება, რაც თავის მხრივ სრულფასოვან და ბალანსირებულ კვებას გულისხმობს.

ჯანსაღი კვების აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები .

ცილები – “აგურებია”, რომლისაგანაც შენდება ორგანიზმი და სიცოცხლისათვის ყველა აუცილებელი ნივთიერებები.

ცხიმები ორგანიზმს უზრუნველყოფენ ენერგიით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.

ნახშირწყლები სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის ძირითადი წყაროა.

საკვები ბოჭკოები – ხელს უწყობს საჭმლის კარგად მონელებასა და შეთვისებას, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნის პროფილაქტიკისათვის.

მინერალები და ვიტამინები  – უზრუნველყოფენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებსა და ზოგადად, ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ამ ჩამონათვალმა ალბათ დაგაბნიათ. თავსატეხს კიდევ ერთი დაემატა; როგორ გინდა გაერკვე და შეისწავლო ყველა პროდუქტის შემადგენლობა? სანამ გულგატეხილი სქროლვას გააგრძელებთ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. არსებობს უნიკალური პროდუქტი, რომელიც ყველა ამ ნივთიერებას შეიცავს – მისი აღმატებულება ჭვავის პური!

დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ, რადგან:

  • დაბალკალორულია
  • გაცილებით ნაკლებ გლუტეინს შეიცავს
  • არ იწვევს დამოკიდებულებას
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სასრგებლო ნივთიერებების წყალობით ადვილად ნაყრდებით.

ასე რომ, ყოველგვარი სტრესის და დანაშაულის გრძნობის გარეშე მიირთმევთ პურს და თანაც სასურველი რაოდენობით. ჭვავის პური ნებისმიერ საკვებთან ერთად უგემრიელესია. ყველაფრის გარეშე, ცარიელი პურიც შესანიშნავი გაწყვეტილებაა როდესაც ლანჩს ან ნებისმიერ კვებას ტოვებთ. მთავარია სწორად შეარჩიოთ და ნამდვილი ჭვავის პური მიირთვათ. შედეგად კი არა მარტო სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებებს იღებთ, თქვენდა უნებურად ჯანსაღად იკვებებით და ეს „შეუსრულებელი მისია“ უკვე თქვენი ცხოვრების წესად იქცევა.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?