ვიტამინების რაოდენობა პურში

თვითოეული ვიტამინი გაცილებით ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და გაცილებით ეფექტურია,  როდესაც მას გემრიელი პურის სახით ვიღებთ. ასე რომ, ჭვავის პური, უამრავის სასარგებლო ვიტამინების და თქვენი ლამაზი კანის გარანტიაა.

ძნელია ისეთი ერთსულოვნება იპოვო ნებისმიერ საკითხზე, როგორც პურის შესახებ ერთხმად თანხმდება ყველა, რომ ის აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია , მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოდის რეკომენდაციის გრძელი სია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თეთრი პურის არჩევის დროს.

ჭვავის პური მომხმარებლებისთვის კი  გაცილებით მარტივია ცხოვრება. იყიდი, მიირთმევ და … მერე რა ხდება? აი, რა:

 

დღიური ულუფის მირთმევის შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან თქვენ უზრუნველყოფილი ხართ ვიტამინების და მინერალების აუცილებელი დოზით.

B ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმი თურმე დეპრესიისგანაც კი გვიცავს.

თუთია, გარდა ზემოთ თქმულისა,  დაგიცავთ კანის სიმშრალის, თმის ცვენის, ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევისგან.

ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ცილებიც ესაჭიროება – მის შემადგენლობაში შედის შეუცვლელი ამინომჟავები, რომელიც თავის ტვინის ჯანმრთელობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს და ყველასათვის ცნობილი ცილოვანი დიეტის დროს  ჭვავის პურის მიღება, თურმე აუცილებელიც კია.

 

მისი უდიდებულესობა რკინა, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს ჭვავის პურის ვიტამინებს შორის, ზრუნავს  ყურადღების კონცენტრაციასა და ჰიპერაქტიურობის შემცირებაზე, განსაკუთრებით ბავშვებში. ასევე, ძირითად როლს თამაშობს ჰემოგლობინის ფორმირების, მეტაბოლიზმის, კუნთების აქტივობის, იმუნიტეტის გაძლიერების და ტვინის ნორმალურად მუშაობის პროცესში.

 

ვიტამინი PP, რომელიც ჭარბად არის წარმოდგენილი ჭვავის პურში, აუცილებელია ნახშირწყლებისა და ცხიმებიდან ენერგიის გამოყოფისთვის, ცილების ცვლისთვის. ასევე უზრუნველყობს  უჯრედების სუნთქვას  და  არეგულირებს კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას. დადებითად მოქმედებს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე, იცავს კანს  და პირის ღრუს. უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობას, აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას და ამცირებს მაღალ წნევას. რაც მთავარია,  ხელს უშლის ჯანმრთელ უჯრედებს სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნაში.

ჭვავის პური ძალიან მდიდარია ასევე E ვიტამინით, რომელიც ჯანმრთელი კანის ძირითადი ელემენტია, ტოქსიკური შხამებისთვის ერთგვარ ბარიერს ქმნის. ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის ალბათობას. მისი უკმარისობა კი იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე.  გარდა იმისა, რომ ხელს უშლის კანზე ნაოჭების გაჩენას, ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე.

და ბოლოს,  რაც მთავარია თვითოეული ვიტამინი გაცილებით ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და გაცილებით ეფექტურია,  როდესაც მას გემრიელი პურის სახით ვიღებთ. ასე რომ, ჭვავის პური, უამრავის სასარგებლო ვიტამინების და თქვენი ლამაზი კანის გარანტიაა.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?