ჭარბი წონა და კორონავირუსი

მედიკოსები ასევე მოუწოდებენ ყველას, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას, რათა ჭარბ წონასთან ერთად ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი შეამცირონ, როგორიც თუნდაც დიაბეტია.

ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად ახალი კორონავირუსი იქცა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ამ ვერაგი ინფექციის ბუნების გამო რისკჯგუფში შედის: ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონენი.

მიუხედავად ამ განსაზღვრებისა, ცოტამ თუ იცის, რომ რისკჯგუფში ასევე შედიან ჭარბწონიანი ადამიანები: სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის, რომელთაც ასევე სიმსუქნე აწუხებთ, დაავადება უფრო მწვავე ფორმით მიმდინარეობს.

ამის გამო ჭარბწონიან პაციენტებს უფრო ხშირად სწირდებათ კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა, ვიდრე სხვებს. ამავდროულად მათი მკურნალობის პროცესი უფრო ხანგრძლივია. მეტიც – მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის გამოგონების შემთხვევაში, ჭარბი წონისას ამ პრეპარატის მოქმედება უფრო ნაკლებად ეფექტური იქნება.

ჩვენ უკვე მოგიყევით იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნური სისტემა მსგავს ვირუსებთან თუ სხვა ბაქტერიებთან საბრძოლველად, თუმცა მედიკოსები ასევე მოუწოდებენ ყველას, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას, რათა ჭარბ წონასთან ერთად ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი შეამცირონ, როგორიც თუნდაც დიაბეტია.

ამისათვის კი საჭიროა, შაქრიანი სასმელების რაციონიდან ამოღება და ისეთი არაჯანსაღი საკვების მიღების შემცირება, როგორიც თეთრი ფქვილით დამზადებული ცომეულია. შეიძლება ეს მოცემულობა გამოუვალ მდგომარეობად მოგეჩვენოთ: მაშინ რაღა უნდა ვჭამოთ? – იკითხავს ვინმე და ამ კითხვას თამამად შეიძლება გაეცეს პასუხი – ჭვავის პური.

იმასთან ერთად, რომ ჭვავის ფქვილით დამზადებული პური გაცილებით ნაკლებად კალორიულია, ვიდრე თეთრი პური, რომელიც სულ მინიმუმ მეტაბოლიზმს ანელებს და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აუარესებს, ამავდროულად ჭვავის პური ისეთ სასარგებლო მინარალებსა და ვიტამინებს შეიცავს, როგორიცაა A, B, E და P ჯგუფის ვიტამინები.

ამ ყველაფერს კი „ლიტვური საცხობის“ პროდუქცია გთავაზობთ, რომელიც მრავალწლიანი ტრადიციული ტექნიკით მზადდება და რაც მთავარია, გამორჩეული ხარისხის ჭვავის მარცვლებითაა გამომცხვარი, რაც სიჯანსაღესთან ერთად ნამდვილი გემოს შეგრძნების შესაძლებლობას გაძლევთ.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?