კვლევები გაჩვენებს, რომ სიმსუქნის შემთხვევაში გენეტიკური მიდრეკილება მხოლოდ 20-30%-ით მოქმედებს, დანარჩენი პასუხისმგებლობა კი ისეთ ფაქტორებს ეკისრება, როგორებიცაა გარემო, ფიზიკური აქტივობა და რაც მთავარია, კვება.
ყველა ბავშვი ძვირფასია და გვიყვარს, პუტკუნა ბავშვები კი ხშირად კიდევ უფრო გვესაყვარლება, თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ წონის კონტროლი ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებელი კომპონენტია და მას დელიკატურად მიდგომა სჭირდება.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გაცნობიერება ადრეულ ასაკშივე მოხდეს: თუ ბავშვს თავიდანვე აქვს კვებითი აშლილობის სიმპტომები და ამას დროულად არ მოევლო, მაშინ ზრდასრულ ასაკში კიდევ უფრო რთული გახდება გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავება: იქნება ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატება, ინსულტის რისკის გაზრდა თუ სხვა.
ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს მთავარი დამნაშავე გენეტიკაა, თუმცა კვლევები გაჩვენებს, რომ სიმსუქნის შემთხვევაში გენეტიკური მიდრეკილება მხოლოდ 20-30%-ით მოქმედებს, დანარჩენი პასუხისმგებლობა კი ისეთ ფაქტორებს ეკისრება, როგორებიცაა გარემო, ფიზიკური აქტივობა და რაც მთავარია, კვება.
დიახ, კვება გადამწყვეტ როლს თამაშობს წონის პრობლემებთან დაკავშირებით: მოზარდებს ხშირად ვანებივრებთ ტკბილეულობით, შაქრიანი სასმელებითა და ცომეულით, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს წონის მატებაზე. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა განვსაზღვროთ პატარების კვების რაციონი და მათ ორგანიზმს მეტი სასარგებლო მინერალი მივაწოდოთ.
მათ შორის უნდა შევზღუდოთ თეთრი ფქვილით დამზადებული პროდუქტების მიღება, იქნება ეს ბლინები, ფუნთუშეულობა და თუნდაც პური, რადგან თეთრი ფქვილი დაცლილია ხორბლისთვის დამახასიათებელი ჯანსაღი მინერალებით და მხოლოდ უსარგებლო კალორიებით ბერავს ორგანიზმს. სანაცვლოდ ჭვავის ფქვილის დამუშავების ტექნიკა მაქსიმალურად უნარჩუნებს პროდუქტს მარცვლეულის ბუნებრივ სასარგებლო თვისებებს და ორგანიზმს ვიტამინებით ამარაგებს.
მაგალითად, ჭვავის ფქვილი შეიცავს PP ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ასევე შეიცავს B ვიტამინს, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ორგანიზმშიც ზედმეტი წონა აღარ გროვდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ლიტვური საცხობი” გთავაზობთ 0%-იან ჭვავის პურს, რომელიც გარდა იმისა, რომ ამ ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ამავდროულად კალორიებისგან დაცლილია, რაც უკვე არსებული წონის კლების კორექციაშიც დაგეხმარებათ და სამომავლოდაც დაგიცავთ შესაძლო გართულებებისგან.
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?