თეთრი ფქვილის ბნელი მხარეები

თეთრ ფქვილს დამუშავების ტექნიკის გამო დაკარგული აქვს ხორბლისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისება, ამავდროულად ის ქრონიკული დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელია.

ნებისმიერ სუპერმარკეტში შესვლისას თუ პურის დახლს მოავლებთ თვალს, მარტივად შენიშნავთ, რომ შემოთავაზებულ ასორტიმენტში თითქმის ყოველთვის ე.წ. თეთრი პური ლიდერობს. პირველ რიგში, ამას ფასი განაპირობებს: მსგავსი ტიპის პურები, როგორც წესი, ყველაზე ხელმისაწვდომია ხოლმე. სანამ თეთრ პურთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე მოგითხრობდეთ, მანამდე ერთ მარტივ ჭეშმარიტებას შეგახსენებთ: დაბალი ფასი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ასეთივე ხარისხზე მიუთითებს.

დაბალ ფასთან ერთად თეთრი პურის პოპულარობა მასში შემავალი არაჯანსაღი ნივთიერებების მავნე ჩვევითაც აიხსება: ის დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომაც პედიატრები მშობლებს ხშირად მოუწოდებენ, რომ ბავშებს მკაცრად აუკრძალონ თეთრი ფქვილით დამზადებული პროდუქტი: არა მხოლოდ პური, არამედ პიცა, სენდვიჩი თუ ბლინიც კი, რათა ადრეულ ასაკშივე აირიდონ მასზე დამოკიდებულება.

გარდა იმისა, რომ თეთრ ფქვილს დამუშავების ტექნიკის გამო დაკარგული აქვს ხორბლისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისება, ამავდროულად ის ქრონიკული დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელია. პირველ რიგში ის საოცრად ზრდის სისხლში შაქრის მაჩვენებელს, რაც შემდეგ დიაბეტის გართულებულ ფორმებში გადაიზრდება ხოლმე.

დიაბეტთან ერთად თეთრი პურის აქტიური მიღება არაერთი კვლევით უკავშირდება მეტაბოლიზმის შენელებას, ჭარბწონიანობასა და სისხლის მიმოქცევის გაურესებას. ყველაზე მსუბუქი ზიანი, რასაც ის იწვევს, გახშირებული გულძმარვაა, რაც კუჭის მოქმედების გაურესებაზე მიუთითებს. სწორედ ამ ყველაფრის გამო უწოდებენ თეთრ ფქვილს „კუჭ-ნაწლავის წებოს“.
თუ არა თეთრი ფქვილი, მაშინ სრულად უნდა თქვათ უარი პურის მიღებაზე? სულაც არა: უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ხორბლისგან განსხვავებით ჭვავის ფქვილს სულ სხვა ტექნოლოგიით ამზადებენ, რაც ამ პროდუქტს მაქსიმალურად უნარჩუნებს ყველა ბუნებრივ მინერალსა და ვიტამინს. შესაბამისად, ის, რაც ორგანიზმს სჭირდება ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, ჭვავის პურის მიღებით მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.

სწორედ ამიტომ, როცა შემდეგში საყიდლებზე გახვალთ და პურის თაროს ჩაუვლით, კარგად დაფიქრდით, რას მოათავსებთ თქვენს კალათაში: დამოკიდებულივით მიჩვეულ და არაჯანსაღ თეთრ პურს თუ სასარგებლო და ვიტამენით სავსე ჭვავის პურს?

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?