ჩვენი იმუნური სისტემის გამძლეობა მართლაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე: ვირუსებითა და ბაქტერიებით სავსე გარემოში მუდმივი დაცვა და მზადყოფნა გვჭირდება, რათა ამ უცხო სხეულებს სათანადოდ გავუმკლავდეთ.
ბავშვობაში, როცა საქმე ჩვენს ჯანმრთელობას ეხებოდა, ყველაზე ხშირად იმუნიტეტის გაძლიერებისთვის საჭირო მცდელობებთან გამკლავება გვიწევდა: ლომონიანი ჩაი, გახუხულ პურზე გადასმული ჟოლოს ჯემი, ნედლი ნიორი და ა.შ. იმას, თუ რამდენად სრულყოფილად ავითვისებდით ამ ყოველივეს, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ბებო აკვირდებოდა და გაფაციცებული განკარგავდა მთელ ამ პროცესს.
ზრდასრულ ასაკში საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ჩვენი იმუნური სისტემის გამძლეობა მართლაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე: ვირუსებითა და ბაქტერიებით სავსე გარემოში მუდმივი დაცვა და მზადყოფნა გვჭირდება, რათა ამ უცხო სხეულებს სათანადოდ გავუმკლავდეთ.
მაშინ რა გამოდის, ბებო მართალი იყო? ეს ასეც არის და თან ნაწილობრივ არა. ის ნივთიერებები, რომელსაც ლიმონი ან თუნდაც ჟოლო შეიცავს, ნამდვილად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმინისთვის, თუმცა მხოლოდ C ვიტამინი (რომელიც ასე პოპულარულია ჩვენში) სულაც არაა საკმარისი, რომ იმუნიტეტი გავიძლიეროთ.
იმისათვის, რომ ჩვენი იმუნური სისტემა მუდმივად იყოს მომზადებული, რათა ორგანიზმში შემოჭრილ მავნე მიკროორგანიზმებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს, აუცილებელია კვების დაბალანსებას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, რადგან ჩვენი იმუნიტეტის სიძლიერე მეტწილად სწორედ საკვებით მიღებულ სასარგებლო მინარალებზეა დამოკიდებული.
როგორც შესაბამისი დარგის სპეციალისტები უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ, ამ მხრივ გამორჩეულად სასარგებლოა ისეთი მინერალები, როგორებიცაა სელენი, თუთია და ვიტამინები C, D და B. სწორედ ამიტომ ადამიანმა მსგავსი ნივთიერებები კომპლექსურად უნდა მიიღოს და არა ვთქვათ, მხოლოდ B ვიტამინი.
შეიძლება ამის განხორციელება რთული გეჩვენებათ, თუმცა ეს იქამდე, სანამ „ლიტვური საცხობის“ 0%-იანი დიეტური პურის შესახებ გაიგებთ: იმასთან ერთად, რომ ეს პროდუქტი ზედმეტ კალორიებს აგარიდებთ, ამავდროულად ის A, B, C, E და PP ვიტამინებს შეიცავს.
შესაბამისად, თუ გსურთ, რომ ერთდროულად დიეტური, გემრიელი და ჯანსაღი საკვებით მოამარაგოთ თქვენი ორგანიზმი, მაშინ „ლიტვური საცხობის“ 0%-იანი პური უნდა მიირთვათ.
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?