აღმოჩნდა, რომ ჭვავის პური დიდი რაოდენობით უჯრედისს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს შეიცავს. ასევე ორჯერ მეტ მაგნიუმს და კალიუმს, 30%-ით მეტ რკინას და კიდევ უამრავ ელემენტს მენდელეევის სისტემიდან. დახმარება ვთხოვე პროფესიონალებს ჩემთვის გასაგებ ენაზე რომ ეთარგმნათ და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ყველას კარგად გვახსოვს ალბათ ჩვენი ბავშვობის უჭმელობის პრობლემა, ჩვენი მშობლების მუდმივი ნერვიულობა იმაზე, რომ „ეს ბავშვი არაფერს ჭამს“ . მთელი ოჯახი ფეხზე იდგა და საოცარი რიტუალი ტარდებოდა ოღონდ ბავშვს რაიმე ეჭამა. სპეციალურ თამაშებს, სიმღერებს და ზღაპრებს იგონებდნენ, სადაც საპატიო ადგილი მრავალფეროვან კერძებს ეკავა. უჭმელი ბავშვები ვამბობდით „არ მინდა“ – და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ასე მეორდებოდა ყოველდღე და ძალიან დიდ ხანს, იმდენად დიდ ხანს, რომ ზოგს ზედმეტსახელად „არ მინდა“ შეგვარქვეს.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით ძნელი იყო დედებისთვის, ყველა დედამ ხო შესაშური თანმიმდევრობით იცოდა თვითოეულ კერძში შემავალი ვიტამინები და ისიც, რატომ იყო სასარგებლო მათი მიღება. და თუ სადილების, ფაფების და დესერტების მიმართ ჩვენი – არ მინდა – მეტნაკლებად უმტკივნეულოდ მიიღეობოდა, პურთან მიმართებაში თითქმის ყველა დედა შეუვალი იყო. წესი იყო, რომ სადილის მაგივრად არ უნდა გვეჭამა თეთრი პური და ზოგადად არ იყო სასარგებლო პურის ჭარბი რაოდენობით მიღება. დღის განმავლობაში ბავშვს აუცილებლად უნდა მიეღო მინიმუმ 2 – 3 ნაჭერი ე.წ „შავი“ პური! მიუხედავად იმისა რომ, ჭვავის, ანუ შავი პური ღარიბების საჭმელად მიიჩნეოდა, ეს იყო წესი, რომელიც არ გადაიხედებოდა და არაფრის გამო არ შეიცვლებოდა. ბავშვების მომაბეზრებელ კითხვას რატომ? – დედიკოები პასუხობდნენ ყველასთვის საყვარელი და „მრავლისმთქმელი“ სიტყვით – იმიტომ- და ჩვენი ყველაზე დიდი დამხმარე მამაც კი, უძლური იყო რაიმე შეეცვალა.
ამ დაჟინების დამსახურებით დღემდე ასეა, შავი ანუ, ჭვავის პური ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილია.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ კვლავ გამახსენდა ეს შეკითხვა და ვეცადე მომეძია ინფრმაცია:
აღმოჩნდა, რომ ჭვავის პური დიდი რაოდენობით უჯრედისს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს შეიცავს. ასევე ორჯერ მეტ მაგნიუმს და კალიუმს, 30%-ით მეტ რკინას და კიდევ უამრავ ელემენტს მენდელეევის სისტემიდან. დახმარება ვთხოვე პროფესიონალებს ჩემთვის გასაგებ ენაზე რომ ეთარგმნათ და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
• მრავალფეროვან საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
• გააჩნია ბუნებრივი ბოჭკოს მაღალი შემცველობა, რაც გვეხმარება სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის და ასევე ცუდი ქოლესტერინის რეგულირებაში.
• ნაკლებად შეიცავს ნატრიუმს და გაჯერებული ცხიმებს.
• აქვს ძალიან დაბალი (ხანდახან 0) ქოლესტერინი და ტრანს-ცხიმები.
ამ ინფორმაციის შემდეგ გასაგები გახდა დედას ერთსიტყვიანი პასუხი და მისი დაჟინებაც. თუმცა, ჭვავის პური რატომ ეგონათ ღარიბების საჭმელი, მაინც გაუგებარია.
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?