ჭვავის პური, რომელსაც საქართველოში უმრავლესობა "შავ” პურს უწოდებს, უკვე დიდი ხანია აუცილებელ პროდუქტად ითვლება. იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, დაბალკალორიულობის გამო მისი მირთმევა დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი
ჭვავის პური, რომელსაც საქართველოში უმრავლესობა “შავ” პურს უწოდებს, უკვე დიდი ხანია აუცილებელ პროდუქტად ითვლება. იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, დაბალკალორიულობის გამო მისი მირთმევა დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი და ერთნაირად გემრიელია ნებისმიერ კერძთან. პედიატრებიც კი გვირჩევენ ჭვავის პურს ჩვენი პატარებისთვის.
სხვათაშორის, ბევრ ქვეყანაში სწორედ ჭვავის პურს უწოდებენ “პურს”, ხოლო სხვა პურ-ფუნთუშეულის აღსანიშნავად კონკრეტიზაციას მიმართავენ მაგალითად, ხორბლის პური, ბატონი, ფუნთუშა და აშ.
ალბათ თვითოეულ ჩვენგანს ჭვავის პურის შეძინის დროს ერთხელ მაინც დაუსვამს შეკითხვა – ნამდვილად ჭვავია? იქნებ მართლა შეღებილია და სარგებლობის ნაცვლად ზიანს ვაყენებ ჯანმრთელობას?
ამ ეჭვის გასაფანტად მარტივ ცდას გთავაზობთ. გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაასხით ნელთბილი წყალი და მასში მოათავსეთ პური 10-15 წუთის განმავლობაში. თქვენ კი უბრალოდ დააკვირდით – თუ პური შეღებილია, წყალი უნდა შეიფეროს მოწითალო – ყავისფრად, ხოლო, თუ ამ პატარა ექსპერიმენტის შემდეგ წყალმა ფერი არ შეიცვალა, ესეიგი პროდუქტი ჯანსაღია და სანერვიულოც არაფერი გვაქვს.
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?