იმისთვის, რომ ორგანიზმმა ნორმალურად იფუნქციონიროს, აუცილებელია მივიღოთ შესაბამისი რაოდენობის ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები. შესაბამისად უარი ვუთხრათ შიმშილს, ექსტრემალურ დიეტებსა და არასწორად დაგეგმილ კვების რეჟიმს.
ჯანსაღი კვება უამრავ სარგებელს მოგვიტანს, თუ მას ყოველდღიურ ჩვევად ვაქცევთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საკვები დიდ წილად განსაზღვრავს ჩვენს ხასიათსაც კი. არამეცნიერულ მიდგომად გეჩვენებათ? სრულებითაც არა! სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ კვების რაციონს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, განწყობასა თუ ჯანმრთელობაზე, არ აქვს მნიშვნელობა წონის დაკლება გვსურს, თუ უბრალოდ გაჯანსაღება, პირველი ნაბიჯი რაციონის მოწესრიგებაა ისე, რომ კარგი განწყობაც შევინარჩუნოთ.
იცით თუ არა, რომ საკვებმა შეიძლება უფრო ბედნიერ ადამიანად გაქციოთ? -საკვებში შემავალი ელემენტები მოქმედებს თავის ტვინზე და სხვადასხვაგვარ ეფექტს იწვევს. არსებობს საკვები, რომელიც გუნება-განწყობას აუმჯობესებს და გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და განწყობაზე.
იმისთვის, რომ ორგანიზმმა ნორმალურად იფუნქციონიროს, აუცილებელია მივიღოთ შესაბამისი რაოდენობის ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები. შესაბამისად უარი ვუთხრათ შიმშილს, ექსტრემალურ დიეტებსა და არასწორად დაგეგმილ კვების რეჟიმს.
თუ ჩვენ ვერ ვიღებთ საჭირო რაოდენობით აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს – ვიტამინებსა და მინერალებს, ჩვენი ემოციური ფონი თანდათან უარესდება. ჩვენი დღის ენერგიაც საკვებზეა დამოკიდებული. მაგალითად, შაქრის დაბალი დონე სისხლში იწვევს ძილიანობას. ხოლო, თუ არ გვყოფნის B ჯგუფის ვიტამინები, შეიძლება გამოვცადოთ მკვეთრი და არასასიამოვნო ხასიათის ცვლილებები. რა თქმა უნდა, ორგანიზმის საერთო სისუსტე ან საჭირო ელემენტის ნაკლებობა პირდაპირ აისახება ჩვენს განწობაზეც.
ცნობილია, რომ დიეტის დროს ადამიანებს ძალიან ეცვლებათ ხასიათი – უფრო დეპრესიულები, ან სულაც აგრესიულები ხდებიან. სწორედ საკვები ელემენტების ნაკლებობით აიხსნება ეს ფაქტი. ჯანსაღი საკვები, არა მარტო დაგიცავთ სხვადასხვა დაავადებებისგან, ასევე უზრუნველყოფს კიდეც პოზიტიურ განწყობას. სეროტონინი, რომელიც განსაზღვრავს ბედნიერების და სიამოვნების აღქმას, ასევე დაკავშირებულია დანაყრების შეგრძნებასთან, რომელსაც ჩვენ განვიცდით საკვების მიღების შემდეგ. სწორედ ამიტომ, სრულფასოვანი კვება გადამწყვეტ როლს ასრულებს დანაყრების ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად. პურეული არამარტო უზრუნველყოფს ამ პროცსს, განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც სძენს.
დღეს-დღეობით ყველა თანხმდება, რომ ჭვავის პური ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებელი კომპონენტია. მისი კომბინაცია ჯანსაღ საკვებთან ორგანიზმს ამარაგებს საჭირო ვიტამინებით და მინერალებით, შედეგად პოზიტიური გუნება-განწყობილებაც მთელი დღის განმავლობაში გარანტირებული გვაქვს.
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?