რატომღაც გგვონია, რომ პური რაც უფრო ფუმფულა და ფაფუკია, მით უკეთესია. თუმცა ძირითად საშიშროებასაც წარმოადგენს. საფუარის მავნებლობა შეუძლებელია დაინახო, ამიტომ ძნელია ამის დაჯერება. სამაგიეროდ შეგრძნებები ბევრის მთქმელია.
დღეს ხშირად გაიგონებთ ფრაზას, „პურმა დაკარგა გემო, სურნელი. სად გაქრა ეს ყოველივე? „დამნაშავე“ კი ამ დარგის ტექნოლოგიური მოდერნიზაციაა. ინტენსიურიმა ტექნოლოგიებმა დააჩქარა ცხობის პროცესი, რამაც განდევნა კლასიკური-ტრადიციული ტექნოლოგია. პურის სწრაფმა ცხობამ დაუკარგა მას სურნელიც და ხარისხიც. ძირითადი როლი კი თანამედროვე საფუარმა შეასრულა.
რატომღაც გგვონია, რომ პური რაც უფრო ფუმფულა და ფაფუკია, მით უკეთესია. თუმცა ძირითად საშიშროებასაც წარმოადგენს. საფუარის მავნებლობა შეუძლებელია დაინახო, ამიტომ ძნელია ამის დაჯერება. სამაგიეროდ შეგრძნებები ბევრის მთქმელია.
საფუარი, შესაბამისად ცხობის ტექნოლოგია გადამწვეტ როლს თამაშობს პურის გემოვნურ თვისებებში და სწორედ ის ხდება უამრავი დაავადების მიზეზი, როგორებიცაა: სიმსივნური დაავადებები, დიაბეტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, კუჭ-ნაწლავის უამრავი სახის დაავადება, სისხლძარღვების დაავადება და ასე შემდეგ.
მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის, რომ როდესაც საფუარის დაშლა მაღალ ტემპერატურაზე არ ხდება, მას შესწევს უნარი დააზიანოს კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროფლორა, იწყება ერთგვარი არასასურველი პროცესები, ცუდი ბაქტერიების დონე იმატებს, ხოლო სასარგებლო ბაქტერიების დონე ქვეითდება. ამასთანავე, მას შეუძლია გახდეს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების განვითარების წინაპირობა. საფუარი ასევე ეწინააღმდეგება კალციუმის შეწოვას, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ვიტამინების და მიკრო ელემენტების უკმარისობა.
უსაფუარო პურს ყოველივე ეს თან არ სდევს და რა თქმა უნდა, უმჯობესია მივირთვათ უსაფუარო პური. როგორ გავარჩიოთ პური საფუარითაა თუ არა ?
ჯანსაღი კვების ბევრი თაყვანისმცემელი, რომელთაც სურვილი აქვთ უფრო ჯანმრთელად და ხანგრძლივად იცხოვრონ, საერთოდ უარს ამბობენ საფუარიანი ცომეულის მიღებაზე პურის ჩათვლით. ყოველივე ეს ჩაანაცვლეს უსაფუარო პურეულით, რომელიც ვიტამინების მთელ ასორტიმენტს შეიცავს.
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?