ავარჩიოთ სასარგებლო პური

პურს ერთი მთავარი დანიშნულება აქვს: მისგან დღიური რაციონის შესაბამისი ვიტამინები და მინერალები უნდა მივიღოთ. როგორც აღმოჩნდა, თეთრი პურისგან ამის მიღება შეუძლებელია,რადგან   ხორბლის თეთრი პური მეტ კალორიებს და ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

ალბათ იყო პერიოდი პურის გარეშე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ცხოვრება მის გარეშე? – არც ჩვენ. ამ პროდუქტს ლამის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველდღე მოვიხმართ, ამიტომ ყოველდღიურად მაღაზიაში შესულს არჩევანის გაკეთება სხვადასხვა სახეობის პურს შორის გვიწევს.

გადავწყვიტეთ, მოგვეყოლა პურის იმ სახეობების შესახებ, რომელიც გარდა იმისა, რომ გემრიელია, ამასთან ძალიან სასარგებლო და აუცილებელი.

პურს ერთი მთავარი დანიშნულება აქვს: მისგან დღიური რაციონის შესაბამისი ვიტამინები და მინერალები უნდა მივიღოთ. როგორც აღმოჩნდა, თეთრი პურისგან ამის მიღება შეუძლებელია,რადგან   ხორბლის თეთრი პური მეტ კალორიებს და ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.
რითია საშიში თეთრი პური? – თეთრი პური, ფუნთუშები, ნამცხვრები და აშ. აპროვოცირებენ კუჭქვეშა ჯირკვალს გამოიმუშავოს ინსულინი.

თეთ­რი პუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­სარ­გებ­ლოა ცეხ­ვი­ლი და ქა­ტოს პური. ქა­ტოს პური მარ­ცვლის გა­რე­თა გარ­სის ფქვი­ლის­გა­ნაა გა­მომ­ცხვა­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მას­ში არ არის სა­ხა­მე­ბე­ლი და ის მხო­ლოდ სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ცეხ­ვი­ლი პური კი მთლი­ა­ნი ხორ­ბლის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ფქვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ხორ­ბა­ლი და­ღერ­ღი­ლია და ასე­თი ფქვი­ლის­გან გა­მომ­ცხვარ პურ­ში სა­ხა­მებ­ლის გარ­და, სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­ცაა.

მაგრამ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან შედარებით ყველაზე სა­სარ­გებ­ლოა ჭვა­ვის პური. მას აქვს მუქი გარსი და წებოვანი, ნაკლებად ფოროვანი პურის გული, ვიდრე ხორბლის პურს. ჭვავის პური დიდი რაოდენობით უჯრედისს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს შეიცავს. ჭვავის ფქვილი შეიცავს ორჯერ მეტ მაგნიუმს და კალიუმს, ვიდრე ხორბლის ფქვილი და 30%-ით მეტ რკინას. ჭვავის პურს გამოჰყავს შლაკები ორგანიზმიდან, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, კარგად მოქმედებს გულის მუშაობაზე და ახდენს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრ ქვეყანაში სწორედ ჭვავის პურს უწოდებენ “პურს”, ხოლო სხვა პურ-ფუნთუშეულს ბატონს ან ფუნთუშას ეძახიან…

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

ქულების შესაგროვებლად და საჩუქრების მისაღებად რეგისტრაცია სავალდებულია.

დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამ საჩქურის გამოწერა?